Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორაციის თანახმად, “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “პარი სენ ჟერმენთან” განცდილი მარცხი შეახსენეს.
კატალონიური წყაროს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელს, ეგვიპტეში ვიზიტის დროს, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა პსჟ-სთან მატჩზე კომენტარის გაკეთება სთოხვეს. მესისგან პრესის წარმომადგენლებმა მხოლოდ შემდეგი სიტყვები მოისმინეს: “ეს თამაში უკვე დამავიწყდა”.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” პსჟ-სთან 0:4 განადგურდა. განმეორებითი შეხვედრა “კამპ ნოუზე” 8 მარტს გაიმართება.
