კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარულმა ექსფეხბურთელმა, კარლეს პუიოლმა მისი მშობლიურ გუნდში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.
“მთავარია, რომ ჩვენი გუნდის გვჯეროდეს. გუნდი დაკომპლექტებულია ექსტრა-კლასის ფეხბურთელებით და მათ ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ.
მთავარია, რომ გუნდმა ბოლომდე იბრძოლოს და შანსების გამოიყენოს, შედეგს კი დრო გვიჩვენებს, ვნახოთ რა იქნება.
“ბარსელონას” ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ამ რთულ პერიოდს დაძლევს. “ბლაუგრანასი” ბოლომდე მჯერა.” – განაცხადა პუიოლმა.
