მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტე: “ვისურვებდი, რომ მესი ბრაზილიაში დაბადებულიყო”

ტიტე: “ვისურვებდი, რომ მესი ბრაზილიაში დაბადებულიყო”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე “ბარსელონას” არგენტინელ ლიდერზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

“ვისურვებდი, რომ მესი ბრაზილიაში დაბადებულიყო. მიუხედავად ძალიან პრინციპული დაპირისპირებისა ბრაზილიასა და არგენტინას შორის, ჩვენ მისით აღფრთოვანებულები ვართ.

მესი წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ექსტრაორდინალურია მისი კრეატიული შესაძლებლობები, რაც ნორმალურობას სცილდება. ის ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

რონალდუს და მესის განსხვავებული სტილი აქვთ. ერთი გამტანი, ფინიშერია, მეორე – თამამი, კრეატიული და მაგიური ფეხბურთელი. ისინი ერთ გუნდში რომ თამაშობდნენ, მეტოქეებს გაანადგურებდნენ”, – აცხადებს ტიტე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში