მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ინტერს” ვიდალის გაფორმება კვლავ სურს

“ინტერს” ვიდალის გაფორმება კვლავ სურს

“ბარსელონას” განაპირა მცველი ალეიშ ვიდალი, რომელმაც პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო, მილანის “ინტერის” რადარზე კვლავ იმყოფება.

GazzaMercato-ს ინფორმაციით, იტალიური კლუბი, მომავალ ზაფხულში კვლავ შეეცდება ალეიშის გაფორმებას. როგორც იცით “ინტერს” ვიდალის შეძენა გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა.

თავად ვიდალს მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ნდობის მოპოვება და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება სურს. მიმდინარე სეზონში მცველის ანგარიშზე 2 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. მისი კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2020 წლამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში