მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სევილიას” სამპაოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

“სევილიას” სამპაოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

“სევილიას” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის მუშაობით კმაყოფილია და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, იტყობინება AS.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, არგენტინელ სპეციალისტს კლუბში კიდევ ერთი წლით კონტრაქტს სთავაზობენ. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, სამპაოლიმ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ იმ პირობით, რომ თუ ის 2017 წლის ზაფხულში გუნდის დატოვებას მოისურვებს, ამის შესაძლებლობა ექნება. თავად მწვრთნელი ჯერ-ჯერობით არ აკეთებს ამ ინფორმაციაზე კომენტარს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, ესპანურ პრესაში ხორხე სამაპოლის აქტიურად უკავშირებენ “ბარსელონას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში