ბრაზილიური მედია იტყობინება, რომ რიო გრანდი დუ სულის სამართალდამცავებმა კატალონიის “ბარსელონას” ლიდერების, ლიონელ მესის, ნეიმარისა და სუარესის ფორმებში გამოწყობილი პირები დააკავეს.
მათ ბრალი ედებათ ძარცვაში, იარაღის უკანონოდ შენახვასა და ყაჩაღობაში. აღსანიშნავია, რომ “მესიმ” და “ნეიმარმა” დანაშაული ერთ ტერიტორიაზე ჩაიდინეს, “სუარესი” კი სხვა რაიონში მოქმედებდა.


