Don Balon-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” “მონაკოს” ნახევარმცველისთვის საბრძოლველად მზად არიან. წყაროს თანახმად, მიმდინარე სეზონის ბოლოს 22 წლის ბერნარდო სილვას გამო, ევროპულ გრანდებს შორის ომი გაჩაღდება.
სამეფო კლუბისა და “ბლაუგრანას” გარდა პორტუგალიელი ინგლისური ტოპ-კლუბების რადარზეც მოხვდა, მაგრამ მთავარ პრეტენდენტებად სწორედ “რეალი” და “ბარსა” ითვლებიან.
თავად ფეხბურთელს მომავალში, მადრიდში გადაბარგება სურს. მიმდინარე სეზონში მან 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
