მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფორლანი: “თუ არსებობს გუნდი, რომელსაც 0:4-დან გამარჯვება შეუძლია, ეს “ბარსელონაა”

ფორლანი: “თუ არსებობს გუნდი, რომელსაც 0:4-დან გამარჯვება შეუძლია, ეს “ბარსელონაა”

მადრიდის “ატლეტიკოსა” და ურუგვაის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა “პარის სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“მე ვფიქრობ, რომ კატალონიელებზე ზეწოლამ ძლიერად იმოქმედა მათზე, პარიზში თამაშისას. ხალხი გუნდის გამარჯვებებს იმდენად მიეჩვია, რომ მოგებულ ტიტულებს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ.

ვფიქრობ, რომ თუ არსებობს გუნდი, რომელსაც 0:4-დან გამარჯვება შეუძლია, მაშინ ეს “ბარსელონაა”. მაგრამ ამისთვის, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” საპასუხო შეხვედრაში უფრო ინტენსიურად უნდა ითამაშონ შეტევაში, ვიდრე პირველ მატჩში.” – განაცხადა ფორლანმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში