“ბარსელონას” ყოფილმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ ისაუბრა, თუ რატომ ითამაშა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში მხოლოდ ერთი სეზონი. ბრაზილიელი კატალონიური კლუბის ღირსებას 1996-1997 წლებში იცავდა.
“ეს დიდი გამოცდილება იყო, თუმცა “ბარსელონაში” დარჩენის შესაძლებლობა არ მქონდა და ეს ჩემი ბრალი არ იყო. მე უკვე მივაღწიე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას კლუბთან. ეს იყო ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი თვით ადრე. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა და ადვოკატმა თქვეს, რომ “ბარსელონასთან” გაფორმებული კონტრაქტი აბსურდი იყო. ისინი ნებისმიერი კლუბის შემოთავაზებას მიიღებდნენ, რომელიც ჩემს სანაცვლოდ 29 მილიონ დოლარს გადაიხდიდა. “ბარსელონაში” მოლაპარაკებების დროს მსგავს ქმედებებს დღემდე ავლენენ.” – ციტირებს რონალდოს სიტყვებს ESPN.
