კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით, გავრცელებული ჭორები უარყო.
“მშობლიურ კლუბში დაბრუნება? “ბარსელონაში” მწვრთნელის რანგში აღარასდროს დავბრუნდები, კატალონიურ გუნდში ჩემი პერიოდი უკვე დასრულდა.” – განაცხადა გვარდიოლამ.
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩის შემდეგ ლეო მესიმ “ქალაქელთა” თავკაცს დაურეკა და დაბრუნება სთხოვა.
