“ბარსელონამ” “პალმეირასის” კოლუმბიელი მცველის, იერი მინას ტრანსფერზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება Marca.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 2018 წლის იანვარში შედგება, რადგან ახლა მინა ლიბერტადორესის თასზეა ორიენტირებული.
გარიგების თანხა დაახლოებით 9 მილიონ ევროდ ფასდება, ფეხბურთელს კი 5 წლიან კონტრაქტს შეთავაზებენ.
