კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა, რომელიც ახლა ყატარულ “ალ-სადში” გამოდის, მომავლის გეგმებზე ისაუბრა.
“არ ვიცი მომავალი როგორი იქნება, მაგრამ ჩემს თავს სათადარიგოთა სკამზე უფრო ვხედავ, ვიდრე სადმე ოფისში.
არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ “ბარსელონაში” მუშაობა ჩემს მომავლის გეგმებში შედის. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება სწორედ “ბლაუგრანას” უკავშირდება.” – განაცხადა ჩავიმ.
