მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გომეში: “უნდა გავიმარჯვოთ და “კამპ ნოუზე” პსჟ მშვიდად მივიღოთ”

გომეში: “უნდა გავიმარჯვოთ და “კამპ ნოუზე” პსჟ მშვიდად მივიღოთ”

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“ამ დაპირისპირების ფავორიტზე საუბარი ცოტა რთულია. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა, თუმცა ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება.

მოწინააღმდეგეს საკმაო სიძლიერე აქვს წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ ბოლო დროს ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიხდა და ცოტა გადავიღალეთ, თუმცა ამას ახლა გადამწვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

პსჟ-ს მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს. მართალია ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბი უკვე დატოვა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, პარიზელებს უპტიმალური შემადგენლობა ჰყავთ. ჩვენ მოსაგებად მზად ვართ, ჩვენი მიზანი პარიზში მოგებაა, რათა მათ “კამპ ნოუზე” მშვიდად დავხვდეთ.” – განაცხადა გომეშმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში