მოგეხსენებათ, რომ “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, ალეიშ ვიდალმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე იუქმებს. გუნდი კი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაშია.
გავრცელდა ინფორმაცია თითქოს “ლურჯ-ბროწეულისფრებს” გუნდის ბრაზილიელი მცველის, დუგლას პერეირას დაბრუნებას სურს, თუმცა ეს ვარიანტი მალევე გამოირიცხა.
ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონაში 26 წლის ბრაზილიელის ხიხონის “სპორტინგიდან” დაბრუნებას გამორიცხავენ, ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ასტურიაში ითამაშებს.
