ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცაა კლუბებს რთავს ნებას, რომ შუა სეზონში იყიდონ ფეხბურთელი, თუ მათი რომელიმე წევრი არის დიდი ხნით ტრავმირებული.
ამ კვირაში, Sport-ის ინფორმაციით ლუის ენრიკეს და რობერტ ფერნანდეს შეხვედრა ექნებათ, სადაც გადაწყვიტავენ “ბარსელონას” ახალი მარჯვენა მცველის შესახებ.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე განიხილება ჟოაო კანსელუ. “ღამურები” ამ ფეხბურთელს არანაკლებ 25 მილიონ ევროდ შეელევიან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანსელუ ახლა იდეალურ ფორმაში არაა და კლუბიც 25 მილიონის გადაყრას ვერ გარისკავს.
არსებობს სხვა ვარიანტებიც, ესენია: მაკედო (“ლას პალმასი”), ხონი კასტრო (“სელტა), ანდერ კაპა (“ეიბარი). აქვე გეტყვით, რომ ამ უკანასკნელში, ბასკები 10 მილიონ ევროს ითხოვენ.
ლა ლიგის ფეხბურთელებიდან არის კიდევ ერთი ვარიანტი, ესაა მარიო გასპარი. ის “ვილიარეალის” ფეხბურთელია და მისი ფასი დაახლოებით 15 მილიონი ევროა.
არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი. ესაა “ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე მარტინ კასერესი. ის ამჟამად თავისუფალი აგენტია, მაგრამ “იუვენტუსისთვის” ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ახლა ის 6 თვის უთამაშებელია.
და ბოლოს: “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელის გამოყენება ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე შეეძლება. ჩემპიონთა ლიგაზე, კი მას ვერ გამოიყენებს.




Kaseresi mainc tavisufalia
ხუანფრანი გაასწორებდა მაგრამ არ წამოვა
არცერთში არ ღირს დიდი თანხის გადახდა. მითუმეტეს თუ ლიგაზე ვერ გამოვიყენებთ. ჯობია ზაფხულს დაველოდოთ და ბელერინი მოვსინჯოთ თუარა შეიძლება ვინმე ახალგაზრდის მოძებნა ევროპაში ან სამხრეთამერიკაში