მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” ამ კვირაში, შესაძლოა, ინიესტასთან და რაკიტიჩთან მოლაპარაკებები დაასრულოს

“ბარსამ” ამ კვირაში, შესაძლოა, ინიესტასთან და რაკიტიჩთან მოლაპარაკებები დაასრულოს

ესპანური Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გუნდის ნახევარმცველებთან, ანდრეს ინიესტასთან და ივან რაკიტიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაასრულოს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის წარმომადგენლების მოლაპარაკებები ინიესტასთან და რაკიტჩთან ძალიან კარგად მიმდინარეობს, ამიტომ კლუბში იმედი აქვთ, რომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას უკვე ამ კვირაში ოფიციალურად დაადასტურებენ.

“ბარსელონა” ინიესტასთან და რაკიტიჩთან ახალი კონტრაქტების გაფორმების შემდეგ მოლაპარაკებების დასრულებას ლიონელ მესისთანაც აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში