კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” შემტევი ნახევარმცველი ჟერარ დეულოფეუ, რომელიც არენდით “მილანში” თამაშობს, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის შემდეგ “ბარსელონაში” დაბრუნდეს.
წყაროს ცნობით, “ბარსელონა”, რომელმაც 2 წლის წინ დეულოფეუ “ევერტონში” გაუშვა, 22 წლის ესპანელის 8.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას ფლობს. კატალონიური კლუბი დეულოფეუს დაბრუნების ვარიანტს სეზონის ბოლოსთვის განიხილავს.
დეულოფეუმ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 3 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


