მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სრნას შეძენას აღარ ეცდება

“ბარსელონა” სრნას შეძენას აღარ ეცდება

როგორც იცით, “ბარსელონას” მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, რის გამოც კატალონიურმა კლუბმა ესპანეთის პრიმერადან ფეხბურთელის შეძენის ან თავისუფალი აგენტის გაფორმების უფლება მიიღო.

მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქამდე “ბარსელონა” “შახტარის” ფეხბურთელის, დარიო სრნას შეძენის ვარიანტს განიხილავდა. დონეცკელები 34 წლის ფეხბურთელის უფასოდ გასაშვებად მზად იყვნენ, მაგრამ ხორვატი პირადი კონტრაქტის პირობებმა არ დააკმაყოფილა.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, კატალონიური კლუბი სრანს კანდიდატურას აღარ დაუბრუნდება და სხვა ვარიანტებს განიხილავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში