“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მარჯვენა მცველი, ალეიშ ვიდალი მინიმუმ 5 თვეს გამოტოვებს.
კატალონიურ კლუბს უფლება აქვს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის განაცხადში ახალი ფეხბურთელი აიყვანოს.
ლა ლიგის რეგლამენტის თანახმად, რადგან ვიდალი ხანგრძლივი ვადით იუქმებს, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” შეუძლიათ ნებისმიერი ფეხბურთელი პრიმერადან ან თავისუფალი აგენტი გაიფორმონ.


