სანამ “ბარსელონა” – “ალავესის” მატჩი გაიმართებოდა, ვიტორიაში ინციდენტი მოხდა. “ბარსელონას” ფანებს თავს დაესხნენ “ალავესის” ფანები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია ერთი პირი. Cadena SER radio და El Correa იუწყებიან, რომ 50-მდე შენიღბული ქომაგი თავს დაესხა “ბარსას” ფანებს.
20-მდე “ბარსელონას” ფანმა აღნიშნა, რომ ისინი ისხდნენ ბარში, რომელიც მდებარეობს ალავას უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს.
ცნობილია, რომ ბასკები შეიარაღებულები იყვნენ.
სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ ერთ-ერთი ფანი დაშავდა. მას თავის არეში აღენიშნება დაზიანება, ინციდენტის შემდეგ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფანების გაშველება პოლიციის ჩარევით მოხერხდა. პოლიციამ არავინ დააპატიმრა, მაგრამ “ბარსელონას” ფანები სტადიონამდე მათ მიაცილეს.
“ბარსელონამ” ეს ყველაფერი დაგმო. იხილეთ, დეტალურად.
