მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდესი: “შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიდალის ტრავმა სერიოზულია”

ფერნანდესი: “შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიდალის ტრავმა სერიოზულია”

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა “ალავესთან” გამარჯვების შემდეგ (6:0), კომენტარი გააკეთა.

“ვაპირებ ვიდალს ვეწვიო, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ტრავმა სერიოზულია.

ჩვენ ვიცით, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი დატვირთული იქნება. საბედნიეროდ, ინიესტამ და ბუსკეტსმა ტრავმები მოიშუშეს.

ალეიში შემადგენლობიდან გავარდა, მაგრამ მნიშვნელოვან მატჩებს კარგი ფორმით ვხვდებით. სეზონის დასაწყისიდანვე ეს ჩვენი მიზანი იყო.

ესპანეთის თასის ფინალს რაც შეეხება, ჩვენ გვსურს რომ ის მაქსიმალურ ტევადობიან სტადიონზე ჩატარდეს. გვსურს, რომ გულშემატკივრები კომფორტულად იყვნენ. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ, მაგრამ ახლა ეს არ მაღელვებს. არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც.” – განაცხადა ფერნანდესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში