workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ათწლეულის გუნდი

ათწლეულის გუნდი

“ბარსელონას” ინგლისურენოვანმა ბლოგმა ჩაატარა ერთგვარი გამოკითხვა საუკეთესო 11–ეული “ბარსელონასი” ბოლო 10 წლის განმავლობაში. გუნდი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ძირითადად გათვალისწინებული იყო და შერჩეული იყო ფეხბურთელები, რომლებმაც “კლასიკოში” იჩინეს, თავი ასევე მნიშვნელოვან მომენტებში გადაწყვიტეს მატჩის ბედი.

მაშ  ასე დავიწყეთ: 

მეკარე: ვიქტორ ვალდესი – ალბათ ეს პოზიცია ბოლო 10 წლის განმავლობაში უდაოა. 2003/04 სეზონიდან იგი “ბარსელონას” ნომერ პირველი მეკარე გახდა. მართალია, მას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ მაინც იგი ერთ–ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა. ხოლო ბოლო წლებში მან თავისი თამაში “დახვეწა”. იგი პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ შეცდომებს ძალიან იშვიათად ფაქტიურად აღარც უშვებს, შევთანხმდეთ, მეკარე უდაოდ ვალდესია.

მარჯვენა მცველი: ჟულიანო ბელეტი – ამ პოზიციაზე მას შესაძლოა “შესდავებოდა” დანი ალვესი, მაგრამ ბელეტის ის ერთი გოლიც “არსენალის” კარში რამდენს ნიშნავს, მისი ბუცები დღემდე ინახება “ბარსელონას” მუზეუმში და საპატიო ადგილს იკავებს.

ცენტრალური მცველი: კარლეს პუიოლი – კიდევ ერთი პოზიცია, რომელიც უდაოა. გუნდის სული და გული კარლეს პუიოლი, დიდი ხანია იგი ითვლება მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო მცველად და არაერთხელ უღიარებიათ იგი. კარლესი მართლაც შეუცვლელია.

ცენტრალური მცველი: ხერარდ პიკე – წლების მანძილზე კარლესს გვერდს მარკესი და მილიტო უმშვენებდნენ. მაგრამ მილიტო ტრავმებმა დატანჯეს და ამიტომაც მან სრულყოფილად თამაში “ბარსელონაში” ვერ მოახერხა, რაც შეეხება მარკესს იგი ნამდვილად კონკურენტად ითვლება პიკესიე, მაგრამ ამჯერად არჩევანი ხერარდზე შეჩერდა.

მარცხენა მცველი: ჯოვანი ვარ ბრონხოშტი “ჯიო” – ეს პოზიციაც უდაოა, “ჯიო” “ბარსელონაში” 4 წლის მანძილზე თამაშობდა და მარცხენა ფლანგს მთლიანად ბატონ – პატრონობდა.

ცენტრალური ნახევარმცველი: ჩავი ერნანდესი – ჩავი, უდაოდ საუკეთესო თავის პოზიციაზე, არამარტო “ბარსელონაში” არამედ მთელს მსოფლიოში. კლუბის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების მიხედვით. შესაძლოა ჩავი 10 წლეულის საუკეთესო “ბარსელონელადაც” მივიჩნიოთ.

მარცხენა ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა – როდესაც იგი იუნიორი იყო ხშირად უწევდა მატჩში ჩართვა ხოლმე გადამწყვეტ მომენტებში. იგი არ ითვლებოდა თავიდან ძირითადის ფეხბურთელად, მაგრამ “მისი გაზრდის” შემდეგ და დეკუს წასვლის შემდეგ ანდრესი შეუცვლელი გახდა. ამჟამად იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულშია შესული.

მარჯვენა ნახევარმცველი: დეკუ – ანდერსონ დე სოუზა, დეკუ, “ოქროს 20იანი” – ეს მისი სახელთაგანია. იგი 4 წელი თამაშობდა “ბარსელონაში”. გვარდიოლას მოსვლის შემდეგ მან კლუბი დატოვა. იგი იყო “ბარსელონას” ისტორიაში მეორე ჩემპიონთა ლიგის მფლობელობის დროს გუნდის ერთ – ერთი მთავარი ფიგურა, ამიტომაც მისი ყოფნა ამ სიმბოლურ ნაკრებში არავის არ უნდა გაუკვირდეს.

მარცხენა შემტევი (გარემარბი): რონალდინიო – რონალდო დე ასის მორეირა, “გაუჩო”, ეს ფეხბურთელი ყოველთვის დარჩება “ბარსელონელთა” გულებში. დრიბლინგი, სისწრაფე, დარტყმა, ყველაფერი ჰქონდა და ყველაფერს სწორედ იყენებდა “ბარსას” 10აინი “ბარსელონაში” თამაშის დროს, სამწუხაროდ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ მან გუნდი დატოვა და “მილანში” გადაბარგდა.

მარჯვენა გარემარბი: ლეონელ მესი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეონელ ანდრესი. იგი დამსახურებულად არის ამ ნაკრებში. “გაუჩოს” წასვლის შემდეგ სწორედ მან იტვირთა ლიდერის როლი. “გაუჩოს” დროსაც იგი შეუცვლელი ფიგურა იყო გუნდში. ყველას აოცებდა თავისი გოლებით და ნიჭით. 19 წლის იყო, როდესაც ჰეტ–ტრიკი შეასრულა “კლასიკოში” და გაიტანა “მარადონას გოლი” “ხეტაფეს” კარში. მისი პოზიციაც უდაოა.

ცენტრალური  თავდამსხმელი: სამუელ ეტო’ო – ალბათ ყველაზე სადაო პოზიცია. ეტო’ო თუ კლივერტი ? ეტო’ო 5 წელი თამაშობდა “ბარსელონაში”, ხოლო კლიუვერტი 6 წელი. მაგრამ 2000 წლიდან მოყოლებული 4 სეზონი. არჩევანი ეტო’ოზე შეჩერდა, ალბათ იმიტომ, რომ მან “ბარსელონასთან” ერთად 2 ჩემპიონთა თასი მოიგო. 

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა – მწვრთნელი, ალბათ უდაოა, რომ საუკეთესოდ პეპი დასახელდა ბოლო 10 წლის მანძილზე. მან 6 ტიტული მოაგებინა ერთ სეზონში გუნდს. 

საბოლოოდ ეს ნაკრები ასე გამოიყურება: 

    Valdes

Belleti —— Puyol (C) —— Pique ——- Gio

——— Deco ———Xavi———–Iniesta

——Messi ———–Eto’o——–Ronaldinho

Coach: Pep Guardiola 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward