“ბარსელონას” ყოფილ ფრანგ თავდამსხმელს, ტიერი ანრის მიაჩნია, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ექს-გოლკიპერის, ვიქტორ ვალდესის მნიშვნელობა კატალონიურ კლუბში შეუფასებელია. თავად ანრი “ბარსელონაში” 2007-დან 2010 წლამდე თამაშობდა.
“ზოგი აკრიტიკებდა ვალდესს, როდესაც შეცდომებს უშვებდა, ამტკიცებდნენ, რომ ის არ არის იმდენად ძლიერი მეკარე. მაგრამ მე სათვალავი ამერია, თუ რამდენჯერ გადაარჩინა ვალდესმა “ბარსელონა” გასვლითი მატჩების დებიუტში. შემდეგ ჩვენ 4-5 გოლს ვიტანდით და ვიმარჯვებდით, ხალხი კი ვალდესის ქმედებებს ივიწყებდა.” – განაცხადა ანრიმ.
ვალდესი “ბარსელონას” კარს 2002-დან 2014 წლამდე იცავდა. ამ მომენტისთვის, ესპანელი “მიდლსბროში” ასპარეზობს.
