“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა, ამ სეზონში თავის შედეგიანობაზე ისაუბრა.
2016/17 სეზონში, ნეიმარმა “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირში მხოლოდ 9 გოლი გაიტანა (წინა ორ სეზონში – 70 გოლი), თუმცა 17 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.
“როდესაც შენ იტან, ეს რთული, განსაკუთრებულია, განსაკუთრებით თუ ფორვარდი ხარ, თავდამსხმელისგან ყოველთვის ბევრს ელიან. ასე რომ დიახ, ეს საკმაოდ ცუდია, ეს აღმაშფოთებელია, მაგრამ ეს ჩემი ყველაზე დიდი მწუხარება არაა.
მე მატჩების მოგებაზე ვარ ორიენტირებული: უმნიშვნელოა, გავიტან თუ არა ან ამას ჩემი პარტნიორები გააკეთებენ.
და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გუნდი იმარჯვებს, მე შემიძლია საკუთარ სტატისტიკაზე დავფიქრდე, თუ როდის დასრულდება ჩემი წყევლა. მაგრამ ამ საკითხზე არ ვნერვიულობ.” – განაცხადა ნეიმარმა.
