მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ “ბარსელონასთან” გასამართი ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“არასდროს მიყვარდა ავანტიურა, მე რეალობას ვამჯობინებ. “ბარსელონა” არის ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც უყვარს პრესინგი და შესანიშნავად გამოსდის კონტრ-შეტევები.
ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველის, სასურველი შედეგის დაფიქსირება იოლი არ იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაპირისპირება მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან გვიწევს.” – განაცხადა სიმეონემ.
