ლუის ენრიკემ და მისმა შეგირდებმა “კოპა დელ რეის” 1/2 ფინალის მატჩამდე, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, ბოლო სავარჯიშო სესია ჩაატარეს.
შაბათის მატჩის შემდეგ, სადაც “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 3:0 დაამარცხა, დღეს დილით ფეხბურთელები “სიუტატ ესპორტივაზე” სავარჯიშოდ დაბრუნდნენ. ვარჯიშში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელმა მიიღო. ამის შემდეგ ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა.
