workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ფიორენტინას” ტელიოს გამოსყიდვა სურს

“ფიორენტინას” ტელიოს გამოსყიდვა სურს

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი თავდამსხმელი, კრისტიან ტელიო, რომელიც ამჟამად იჯარის წესით “ფიორენტინაში” გამოდის, შესაძლოა, მალე იტალიური გუნდის ფეხბურთელი გახდეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ფიორენტინას” 25 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა 6 მილიონ ევროდ სურს, “ბასელონას” კი ტელიოსთან კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად გაწერილი აქვს 9,5 მილიონი ევრო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტელიომ მიმდინარე სეზონში “ფიორენტინას” მაისური იტალიის ჩემპიონატის 20 მატჩში მოირგო, მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward