კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდის ბრაზილიელ სუპერვარსკვლავ ნეიმარ ჟუნიორზე ისაუბრა.
“ჩვენ ახლა ვხედავთ ნეიმარის დიდებულ ვერსიას. ბრაზილიელი დრიბლინგის უბადლო ოსტატია, ეს უბრალოდ შთამბეჭდავია. ნებისმიერი მცველის მის წინააღმდეგ უშანსოდაა.
ნეიმარის გოლების სიმცირე ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, ამას მნიშნელობა არ აქვს, მთავარია ის გუნდისთვის წარმატების მომტანია. ნეიმარი ჩვენთვის სასიცოცხლო ფიგურაა.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.



