როგორც მოგახსენეთ, ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში გატანილი ვიდალის გოლი რიგით მე-100 აღმოჩნდა “ბარსელონასთვის” მიმდინარე სეზონში.
გუნდმა ეს შედეგი რამდენიმე საათის წინ დააფიქსირა და გახდა პირველი კლუბი ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან, რომელიც 100-გოლიან ნიშნულს გაუტოლდა, თუმცა “მონაკომ” კატალონიელების შედეგირ ძალიან მალე, რამდენიმე წუთში გაიმეორა.
“მონაკომ” საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში “ნიცას” უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებლი ანგარიშით 3:0 სძლია, ფალკაოს გოლი მეასე ააღმოჩნდა კლუბისთვის მიმდინარე სეზონში.
