“ვისენტე კალდერონზე” გამართულ სათასო დაპირისპირებაში, ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 2:1 დაამარცხა, ერთ-ერთი გოლი ლეო მესიმ გაიტანა.
აქ საინტერესო ის ფაქტია, რომ ეს გოლი 29 წლის არგენტინელისათვის რიგით მეთორმეტე აღმოჩნდა “ვისენტე კალდეროზე”, ლეომ “როხი-ბლანკო” შინ უკვე მეთორმეტედ დაამწუხრა.
აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით “ვისენტე კალდერონი” “სანტიაგო ბერნაბეუს” გაუთანაბრდა, სადაც მესის ასევე 12 გოლი აქვს გატანილი.



