“ვილიარეალის” ნახევარმცველი, ნიკოლა სანსონე, “ბარსელონას” ვარსკვლავს, ლიონელ მესის აქებს და მას უცხოპლანეტელს უწოდებს.
სანსონემ ჟურნალისტს, რომელმაც ის მესის შეადარა, ასე უპასუხა: “კარგით, მოდით დავსერიოზულდეთ. მესი უცხოპლანეტელია. მე მას არ უნდა შემადაროთ!”
