“ბარსელონას” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ხოსეპ ვივიესმა კომენტარი გააკეთა კლუბის მაღალი თანამდებობის წევრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომლის მიზანი პრობლემატური საკითხების გამოვლენა იყო.
“მესის კონტრაქტი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს ლიონელის ხელშეკრულებაზე უფრო მასშტაბური საკითხები.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასშტაბური საკითხები უფრო საჭიროა ვიდრე მესის კონტრაქტი.”-ამბობს ვივიესი.
აღმოჩნდა, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანია სტადიონის რეკონსტრუქცია, ტიტულები, გუნდის შემადგენლობის ფორმირება, სამართლებრივი საკითხები და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა.
