workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”ლევანტე”, ფაქტები

“ბარსელონა”–”ლევანტე”, ფაქტები

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” ლევანტე 2–1 დაამარცხა. ამ მატჩში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ.

► ვიქტორ ვალდესმა თავისი 384–ე მატჩი ჩაატარა “ბარსას” მაისურით და ამ შედეგით გაუთანაბრდა ანტონი რემალეთსს. ახლა ვალდესს ისღა დარჩენია დაეწიოს ანდონი სუბისარეტას, რომელსაც 410 მატჩი აქვს ჩატარებული.

► სტუანის გოლი 81–ე წუთზე იყ პირველი გუნდის მიერ სახლში გაშვებული, მას შემდეგ რაც 14 ნოემბერს ნილმარმა გაუტანა “ბარსას” “კამპ ნოუზე”.

► ეს იყო გვარდიოლას გუნდის ზედიზედ მე–11–ე გამარჯვება. გუნდის რეკორდია ზედიზედ 14 მატჩის მოგება, რაც “ბარსამ” 2005/06 წლებში შეძლო ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით.

► ეს მოგებული მატჩი იყო ზედიზედ 24–ე, როდესაც გვარდიოლას გუნდი არ დამარცხებულა. ყველაზე კარგი შედეგი “ბარსას” ამ კომპონენტში 1973/74 წლებში ჰქონდა.

► ამ მატჩში დაუბრუნდა მოედანს გაბი მილიტო, რომელსაც ორი თვე უქმად ყოფნა “სეუტასთან”, სათასო მატჩში მიღებული ტრავმის გამო მოუხდა.

► “ბარსამ” მოიგო ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 18 შეხვედრა, რომელიშიც კი სერხიო ბუსკეტსი მონაწილეობდა. ასეთი რამ მხოლოდ პუშკაშის, დელ სოლის და პუიოლის შემთხვევაში მომხდარა.

► ჩავიმ გააკეთა 151 ზუსტი პასი. 12–ით მეტი ვიდრე მთლიანმა “ლევანტემ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward