მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
8 მატჩი, სადაც „ბარსელონამ“ ქულები დაკარგა – ანალიზი

8 მატჩი, სადაც „ბარსელონამ“ ქულები დაკარგა – ანალიზი

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, “ბარსელონამ”, სამწუხაროდ, ქულები ბევრჯერ დაკარგა და რაც ყველაზე ცუდია, 9 ქულა კატალონიელებმა “კამპ ნოუზე” დათმო.

მიზეზები, თუ რატომ დაკარგა “ბარსელონამ” ქულები, სხვადასხვანაირია. ყველაზე ხშირად, ამის მიზეზი რეფერია, ასევე ლუის ენრიკეს არასწორი როტაციები, ლიდერების ხშირი არყოფნა და სხვა.

სტატიაში, შევაჯამეთ ქულების დაკარგვის მიზეზები და ახლა, შეგიძლიათ, ამას ქვემოთ გაეცნოთ:

“ბარსელონა” 1-2 “ალავესი”, მე-3 ტური (-3 ქულა)

– ლუის ენრიკეს არასწორი როტაცია;

– ალბას, მესის, ინიესტას და სუარესის არყოფნა;

– “ბარსას” სულ 2 დარტყმა ჰქონდა კარში;

– მესი (60′) და ინიესტა (64′) საკმაოდ გვიან შემოვიდნენ.

“ბარსელონა” – 1-1 “ატლეტიკო”, მე-5 ტური (-2 ქულა)

– მესის ტრავმამ (59′) გუნდს მორალური დარტყმა მიაყენა, ასევე გუნდს სათამაშო სტილის შეცვლა მოულოდნელად მოუწია;

– სანამ არგენტინელი გავიდოდა, “ბარსელონა” იგებდა;

– ნეიმარმა და სუარესმა საშინლად ითამაშეს, მათ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, მესის გარეშე.

“სელტა” 4-3 “ბარსელონა”, მე-7 ტური (-3 ქულა)

– კიდევ ერთხელ, არასწორი როტაციები ენრიკესგან. მან ინიესტა და რაკიტიჩი სათადარიგოთა სკამზე დატოვა;

– ინიესტას და რაკიტიჩის შემცვლელებმა – ანდრე გომეშმა და არდა თურანმა, დამაჯერებლად ვერ ითამაშეს;

– “ბარსელონა” 33 წუთისთვის, აგებდა 0-3;

– რეფერიმ, როცა სხვაობა 1 გოლი იყო, სუფთა პენალტი არ დადო, როცა ნეიმარი საჯარიმოში წააქციეს;

“ბარსელონა” 0-0 “მალაგა”, მე-12 ტური, (-2 ქულა)

– ლუის ენრიკემ, რაკიტიჩი და ალბა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მატჩს, მოულოდნელად, ბოლო წამს, გამოაკლდა მესი, ასევე ტრავმირებული იყო ინიესტა და დისკვალიფიცირებული – ლ. სუარესი;

– ე. წ. “ფიფას ვირუსმა” “ბარსელონა” ძლიერ დააზარალა;

– “მალაგას” მეკარე, კარლოს კამენიმ რამდენიმე ურთულესი ბურთი აიღო;

– რეფერიმ, რიკარდო დე ბურგოსმა, გააუქმა პიკეს სუფთა გოლი და ასევე არ დადო 2 100%-იანი პენალტი.

“სოსიედადი” 1-1 “ბარსელონა”, მე-13 ტური (-2 ქულა)

– “ანოეტას წყევლა” ჯერ კიდევ გრძელდებოდა;

– “სოსიედადმა” “ბარსელონაზე” კარგად ითამაშა;

– მესიმ ქულა გადაარჩინა 59-ე წუთზე;

– “ბარსელონას” იღბალი დაეხმარა.

“ბარსელონა” 1-1 “რეალი”, მე-14 ტური(-2 ქულა)

– ცუდი პირველი ტაიმი “ბარსელონას” შესრულებით;

– “ბარსელონამ” კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა, მას შემდეგ, რაც ინიესტა შემოვიდა მოედანზე;

– სუარსემა პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ არდა თურანის შეცდომამ, როცა მან წესები დაარღვია, “რეალის” გოლი მოიტანა.

“ვილიარეალი” 1-1 “ბარსელონა”, მე-17 ტური (-2 ქულა)

– არბიტრმა, იგლესიას ვილანუევამ, ორი 100%-იანი პენალტი არ დადო განზრახ ხელით თამაშზე, ბრუნო სორიანოს მიერ;

– მესიმ, უკანასკნელ წუთზე, ქულა გადაარჩინა ბრწყინვალე ჯარიმით;

– “ბარსელონამ” კარგად ითამაშა და 1 გოლზე მეტი ნამდვილად დაიმსახურა.

“ბეტისი” 1-1 “ბარსელონა”, მე-20 ტური(-2 ქულა)

– სტუმრებს, არბირტმა ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ენანდესმა გოლი არ ჩაუთავალა. არადა, ბურთი 57 სანტიმეტრით გადაცდა ხაზს;

– “ბარსელონამ” ცუდად ითმაშა. კატალონიელებმა სწრაფ ტემპში მხოლოდ მაშინ დაიწყეს თამაში, როცა ისინი აგებდნენ;

– ბევრი ცვლილება სასტარტო შემადგენლობაში: მთლიანობაში, 6 ცვლილება;

– ლუის სუარესმა ქულა უკანასკნელ წუთზე გადაარჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (22)

  • DORTMUND9
    schedule 31 იან 2017, 12:07

    აი ასეთი სტატიები უკარგავს ამ საიტს რეიტინგს 13წლის ნიკუშას გულისტკივილი ქვია ამას ანალიზი კიარა. ბაზარი არაა მსაჯებმა წელს ბარსას ბევრი ქულა აართვეს ეს რომ უარყო ან ბრმა უნდა იყო ან *ლე მარა ამით ქულებს დაუბრუნებთ ბარსას? ან ისიც თკვით სადაც პირიქით ხელი შეუწყო მსაჯმა ნუ ცოტაა ესეთი შემტხვევა მარა რატო უკარგავ მარტო მსაჯებს და ენრიკეს რომ აბრალით ისიც თკვით რომ მამენტ გუნდი მოშლილია და ჩავარდნა აქ

  • messi_iniesta
    schedule 31 იან 2017, 01:55

    mestaliaze momxdari inidentis mere daiwyo yvelaperi xshir xshirad.rac bartomeum undobloba gamoucxada la ligis prezident tebass.amxela tanamdeboba gaq she mkvdar dzaglo da gamodixar sajarot da yvirixar me madridista varo.nutu ar cxvenia mag bo.ishvils.axla is dz.k.na prokurori daxurul saqmes xsnis da mere ambobs madridista varo.nu eg isedac vicodit manamde sadac iyo eg ka.pa.amis mere ris imedi unda gqondes?am wela la liga ro movigot rac apsurdia mizezebi magla weria sruliad shevicvli azrs am yvelaperze da vityvi ro es ubralod damtxveva iyo.magram paqtebs ra vuyot?meramdene tamashia penals ar gvadzlevs sudia?meramdene tamashia sadamasho epizods shlis msaji vitom da apsaitia?da bolos naxevari metrid gadakveta burtma xazi da im gols ar tvli.gverdita msaji am dros ver xedavs?sajarimoshi neymari da lba 2 mcveltan ertad daymate mekare gapantulebi arian da karshi shesuli burti rogor ver unda dainaxo?ai am yvelapris mere gamodis es tebasi da dzciri jdeba eg yvelaperio.ai ragat unda tqma ro barsas dadzirva undat?isedac ar evasebodat barselona da bartomeus gancxadebam sul gaacopa es axvrebi amati modgma gawyda.romel chempionatshi xdeba ese?es sezoni 2012wlis sezons gavs.im wels rac reals msajebma penlebi da golebi tenes exlac unda yopnodat wesit…malagastan 1-1 pepem malagas mcveli saxit daagdo malagas sajarimoshi 92 wutze da malagas karshi penali dado.ai eg iyo im wlis sircxvili.axla saertod uaresebi xdeb.jer naxevari sezonia.warmodgenac ki ar minda wlis bolo rogor sheidzleba damtavrdes tu ase gagrdzelda.