“ბეტისის” მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სანჩესმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შთაბეჭდილება გაუზიარა.
“აღშფოთებული ვარ. გამარჯვება უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ 2 ქულა დავკარგეთ. როცა ბევრ მომენტს ვერ იყენებ, ყველაფერს ასეთი დასასრული აქვს. “რეალისა” და “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისას ყოველთვის გვაქვს დამატებითი მოტივაცია. გულშემატკივრები გავახარეთ.
არ ვჩივით მაშინაც კი, როცა მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ტექნოლოგიას მხარს ვუჭერ იმ შემთხვევაში, თუ ეს თამაშს ზიანს არ მიაყენებს. ფეხბურთი ყველაფრისთვის ღია უნდა იყოს.”-განაცხადა სანჩესმა.
