“ბეტისის” მთავარი მწვრთნელი, ვიქტორ სანჩესი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩში კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგობას გაუწევს.
“ბარსელონა” ყოველთვის ვერ იმარჯვებს მაშინაც კი, როცა მესი მოედანზეა. ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო მატჩი გველის. ეს ჩვენთვის გამოწვევაა, რომლისთვისაც მზად ვართ. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს საღამო განსაკუთრებულად ვაქციოთ.
ასეთ შეხვედრებში გამარჯვება უფრო პრესტიჟულ კლუბად გვაქცევს. ვიმედოვნებთ, რომ დაცვაში მაღალ დონეზე ვითამაშებთ და “ბარსელონას” არ მივცემთ ჩვეულ სტილში ასპარეზობის უფლებას.”-ამბობს სანჩესი.
