მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “დენისს “ჰარი პოტერი” ინიესტას შეცვლა შეუძლია”

ენრიკე: “დენისს “ჰარი პოტერი” ინიესტას შეცვლა შეუძლია”

კატალონიელთა დამრიგებელი ლუის ენრიკე გუნდის კაპიტანს, ანდრეს ინიესტას ჰარი პოტერს ადარებს და აცხადებს, რომ მისი შეცვლა რთული იქნება, თუმცა დენის სუარესს ეს შეუძლია.

“დენისს ინიესტას შეცვლა შეუძლია. რატომაც არა?

ფეხბურთელები უნდა განვითარდნენ. დენისს მომატება მართებს. ინიესტა ჰარი პოტერია, ის ჯადოსნურად თამაშობს და მისი მსგავსის მოძებნა რთულია. თუმცა, დენის სუარესი სწორ გზას ადგას და იმედი მაქვს, ის ამას შეძლებს.

გატანილი გოლები მას სასიკეთოდ წაადგება. დენისი მეტოქის საჯარიმოში დროულად ჩნდება ხოლმე. აქამდე, მას ეფექტურობა აკლდა, მაგრამ დღეს ის დამაგვირგვინებელ ფაზაშიც კარგი იყო.

დენისი ერთ-ერთია იმ იშვიათ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც “ბარსა ბ” დატოვეს, მაგრამ კლუბს მაინც დაუბრუნდნენ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ის არა მხოლოდ ბურთით, არამედ უბურთოდ თამაშზეც მუშაობდა, რაც ბევრს ავიწყდება.

მთელი თამაშის განმავლობაში, ფეხბურთელი ბურთს ერთი წუთით, ან წუთნახევრით ფლობს. ასე რომ, თუ მის გარეშე კარგად არ იმოქმედებ, უმაღლეს დონეზე თამაშის შანსი არ გაქვს. დენისს ეს ესმის და ის თანაგუნდელებს უყვართ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში