გამოცემა Sport-ის თანახმად, ლუის ენრიკე ტრავმირებული სერხიო ბუსკეტსის ჩანაცვლებას ივან რაკიტიჩით ან ანდრე გომეშით აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე კატალონიურ გუნდს გააჩნია გარკვეული არჩევანი, ლუის ენრიკე გომეშსა და რაკიტიჩს ენდობა.
ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე “ბარსელონაში” თამაშის გამოცდილება აქვთ ხავიერ მასკერანოსა და სერჟი რობერტოს, მაგრამ მათ დაცვაში თამაში უწევთ.
ქვემოთ გავნიხილავთ გომეშის და რაკიტიჩის ვარიანტს:
ივან რაკიტიჩი
ხორვატ ფეხბურთელს მაყურებლისთვის უკვე ნაჩვენები აქვს, რომ მას შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში, მაგალითად, ჩამშლელ ნახევარმცველად, მან ითამაშა “ლეგანესთან” და “გრანადასთან”. ასევე, უკანასკნელ მატჩში, მან ბუსკეტსის ტრავმის შემდეგ, დაცვითი ფუნქციების შესრულება დაიწყო.
ანდრე გომეში
“ვალენსიას” ყოფილმა ფეხბურთელმა, საყრდენად, ჩემპიონთა ლიგაზე, “ბორუსია მიოხენგლადბახდან” ითამაშა. გარდა ამისა, იგივე პოზიციაზე, ის მოგვევლინა კოპა დელ რეიზე, “ერკულესთან” მატჩში.
და ბოლოს, არ დავივიწყოთ კატალონიური კლუბის ახალგაზრდული გუნდი. “ბარსელონა ბ”-დან საყრდენის პოზიციაზე მშვენივრად ირჯება კარბონელი. ამ უკანასკნელმა, ნოემბრის თვის ბოლოს, ითამაშა “ერკულესთან” სათასო მატჩში საყრდენის პოზიციაზე.




ინიესტამ ტრამვა მოირჩინა უკვე ?? ძირითადში რომ ვაყენებთ
მერე რაკეტას ადგილას ვინღა დადგება ? ამ ენრიკემ გააფრინა
რაკიტიჩსაც და გომეშსაც ჯობია მასკერანო დააყენოს საყრდენად თან დაცვაშიც უმტიტი და პიკეს მასკე დაეხმარება მაგრა და სერიოზული დაცვაც გაიჩითება
ხო მასკერა ოც მოჯნა ოგონდ რაკერა მასკე ინი ან რობერტო რაკეტა ინი დზაან მჯერა ასეც და ვიდალინმარჯვენა მცველად უნდა განწესდეს ყველა ვარიანტსჰი დზირიტადის ფეგბურტელი ტუ რამე სჰეცვლის მასკე
Raketas dayenebs ase mgonia
ენრიკეს დედას ვტენე ვიდალი პიქე უმტიტი ალბა რობერტო რაკეტა ინი ტუ არ დააყენა