ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის მატჩში “ბარსელონას” ნახევარმცველმა, დენის სუარესმა კატალონიური კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-10 წუთზე ახალგაზრდა მოთამაშემ ტრავმირებული სერხიო ბუსკეტსი ჩაანაცვლა და გარკვეული დროის შემდეგ შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა.
ლუის სუარესმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დენისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი წარწერა გაუკეთა: “ვულოცავ დენის სუარესს პირველ გოლს. ვიმედოვნებ, რომ მომავალში უფრო მეტს გაიტან. მოხარული ვარ, შენ ეს დაიმსახურე.”




აბა თქვენ იცით არ შეარცხვინოთ გვარიი… :-)))
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მჯერა რო ეს მაგარი იგროკი დადგება
სუარესებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი