კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ეიბარის” დამარცხების (4-0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“ბუსკეტსის ტრავმა” კარგი სიახლე ისაა, რომ დაზიანება არც ისე სერიოზული აღმოჩნდა, როგორც გვეგონა. სერხიოს შემცვლის ძალიან ბევრი გზა არსებობს.
მატჩის დებიუტში ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ კარგი შეხვედრა გამოგვივიდა და დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ.
შემადგენლობის როტაცია? ჩვენ უბრალოდ მივეცით სათამაშო დრო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ბევრს არ თამაშობენ.
2016/2017 სეზონის პირველმა ნახევარმა ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენ ყველა ტურნირზე პირველობისთვის ვიბრძვით. ჩვენი ერთადერთი მიზანი ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.



