workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მილანი” მზადაა დეულოფეუ არენდით აიყვანოს

“მილანი” მზადაა დეულოფეუ არენდით აიყვანოს

“ევერტონი” და “მილანი” ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

“მილანმა” მერსესაიდულ კლუბს დეულოფეუს არენდაზე 500 000 ევროიანი შეთავაზება გაუკეთა, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლებით.

22 წლის ესპანელმა ვინგერმა უკვე უარით გაისტუმრა “აიაქსი” და “ვოლფსბურგი”.

“ბარსელონას” 12 მილიონ ევროდ დეულოფეუს გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვს, თუმცა “მილანი” იმედოვნებს, რომ ამ საკითხს კატალონიელებთან, “ევერტონთან” შეთანხმების შემდეგ გადაწყვეტს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward