მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტებასი: “პიკე ნამდვილი პროფესიონალია”

ტებასი: “პიკე ნამდვილი პროფესიონალია”

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის აზრით, ჟერარ პიკე ნებისმიერი მოთამაშისთვის მისაბაძი მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კონფლიქტი აქვთ.

“პიკე ნამდვილი პროფესიონალია. ამასთანავე ესპანელი ძალიან ჭკვიანი და მომზადებული პიროვნებაა, რომელიც საფეხბურთო მოედნის ფარგლებს გარეთაც საქმიანობს. ჟერარი სხვა მოთამაშეებისთვის მისაბაძი მაგალითია.

მსაჯებისადმი უკმაყოფილება ლა ლიგის იმიჯზე ცუდ გავლენას არ ახდენს. ისინი კარგს არაფერს გვაძლევენ, მაგრამ არც მათგან გათავისუფლებაა საჭირო.

ისინი ხომ ახალგაზრდა ბიჭები არიან, რომლებიც მატჩების დასრულების დროს ემოციურები ხდებიან.

მინდა ვთქვა, რომ არც ერთი გუნდის მარცხის გამო თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სწორედ მე მდებს ბრალს.”-ამბობს ტებასი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში