“ბარსელონას” ესპანელი უნივერსალი სერჟი რობერტო კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მიმართ თავის სიმპათიებს აფიქსირებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ივან რაკიტიჩის კომენტარი, რომელშიც ხორვატი ამბობდა, რომ ლუის ენრიკეს გამო, ის მზად იყო ხიდიდან გადამხტარიყო. იგივეს აცხადებს რობერტოც.
“თუ საჭირო იქნება, ხიდადან ლუის ენრიკეს გამო მეც გადავხტები.” – ციტირებს სერჟი რობერტოს სიტყვებს Marca.
სერჟი რობერტოს ნახევარდაცვიდან დაცვის მარჯვენა ფლანგზე გადაყვანა და სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება სწორედ ლუის ენრიკეს დამსახურებაა.



