“სევილიას” 28 წლის ფრანგი ნახევარმცველი, სტივენ ნ’ზონზი კატალონიის “ბარსელონას” არ სჭირდება.
გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობის აზრით ანდალუსიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაჭარბებულ თანხას ითხოვს (30 მილიონი ევრო).
თავის დროზე ნ’ზონზი სერხიო ბუსკეტსის რეზერვისტად მოიაზრებოდა. “ბარსელონამ” ფეხბურთელზე უარი თქვა. ამჟამად ფრანგისთვის “სიტი”, “არსენალი” და “იუვენტუსი” იბრძვიან.



