კატალონიური კლუბის დამრიგებელი ლუის ენრიკე ნეიმარზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბრაზილიელ შემტევს გუნდისთვის სარგებელი იმის მიუხედავად მოაქვს, გააქვს თუ არა მას გოლები.
“ვხედავ, რომ ნეიმარი ბედნიერია ვარჯიშებზე, თამაშების დროს და ცხოვრებაში. ის “ბარსელონას” გაცილებით მეტს აძლევს, ვიდრე გოლია. ნეიმარი წარმატებულ სეზონს ატარებს. ის მუშაობს, აკეთებს საგოლე გადაცემებს და გუნდს დაცვაში ეხამრება.” – ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Marca.



