ცნობილი ფინანსური კომპანია Deloitte 2015/16 წლების საფეხბურთო სეზონის კვლევის შედეგებს აჯამებს. როგორც ირკვევა, შემოსავლების მიხედვით “ბარსელონამ” მე-2 ადგილი შეინარჩუნა, ლიდერი კი ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად შეიცვალა.
Deloitte-ს კვლევა მოიცავს მატჩის დღეს მიღებულ შემოსავლებს, ასევე ტრანსლაციებიდან და სხვა ტიპის კომერციიდან მიღებულ თანხებს, მაგრამ არა ტრანსფერებს.
11-წლიანი შესვენების შემდეგ, პირველ ადგილზე დაბრუნდა “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომლის შემოსავალიც რეკორდული, 515 მილიონი ფუნტი იყო. შემდეგ მოდიან “ბარსელონა” და გასული 11 წლის უცვლელი ლიდერი “რეალი”, 463.8 მილიონი ფუნტით, რომლებსაც “ბაიერნი” და “მანჩესტერ სიტი” მოსდევენ.
2015/16 წლების სეზონის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 20 კლუბი:
| # | +/- | გუნდი | 2015/16 | 2014/15 |
|---|---|---|---|---|
| 1 | +2 | მანჩესტერი | 515.3 | 395.2 |
| 2 | = | ბარსელონა | 463.8 | 426.6 |
| 3 | -2 | რეალი | 463.8 | 439 |
| 4 | +1 | ბაიერნი | 442.7 | 360.6 |
| 5 | +1 | სიტი | 392.6 | 352.6 |
| 6 | -2 | პსჟ | 389.6 | 365.8 |
| 7 | = | არსენალი | 350.4 | 331.3 |
| 8 | = | ჩელსი | 334.6 | 319.5 |
| 9 | = | ლივერპულუ | 302 | 298.1 |
| 10 | = | იუვენტუსი | 255.1 | 246.4 |
| 11 | = | დორტმუნდი | 212.3 | 213.5 |
| 12 | = | ტოტენჰემი | 209.2 | 195.9 |
| 13 | +3 | ატლეტიკო | 171 | 134.4 |
| 14 | -1 | შალკე | 167.9 | 167.1 |
| 15 | = | რომა | 163.2 | 136.3 |
| 16 | -2 | მილანი | 160.6 | 151.5 |
| 17 | +1 | ზენიტი | 147 | 127.7 |
| 18 | ვესტ ჰემი | 143.8 | 122.4 | |
| 19 | +1 | ინტერი | 134 | 125.4 |
| 20 | ლესტერი | 172.1 | 128.7 |



