მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” დიეგო კოშტასთვის იბრძოლებს

“ბარსელონა” დიეგო კოშტასთვის იბრძოლებს

The Independent იტყობინება, რომ “ჩელსის” ფორვარდმა დიეგო კოშტამ შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელისთვის ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ორი გრანდი იბრძოლებს (მადრიდის “ატლეტიკო”, “ბარსელონა”). წყაროს თანახმად, კატალონიური კლუბი ლონდონელთა ხელმძღვანელობას ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანტონიო კონტე კოშტას ჩინეთის ჩემპიონატში გაშვებისთვის მზადაა. ამჟამად ინგლისური გუნდი შემოთავაზებების განხილვას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფორვარდმა 21 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. Transfermarkt.de კოშტას 45 მილიონ ევროდ აფასებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში