workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი სერიოზული გამოცდა  ბარტრასათვის

პირველი სერიოზული გამოცდა ბარტრასათვის

მოგეხსენებათ, ხვალ “ბარსელონას” აქვს საშინაო მატჩი “ლევანტესტან”. გუნდს ვერ დაეხმარება ორი ცენტრალური მცველი პიკე და პუიოლი, ამიტომაც დიდი შანსია ერთ–ერთი მათგანი სწორედ “ბარსელონა ბ”– ს ფეხბურთელმა მარკ ბარტრამ შეცვალოს.

ამჟამად პირველი გუნდიდან ნომინალური ცენტრალური მცველი “ბარსელონას” ჰყავს მხოლოდ ერთი გაბი მილიტო, რომელმაც ტრავმა სულ ახლახანს მოირჩინა და აკლია სათამაშო პრაქტიკა, ასევე არის გუნდში ერიკ აბიდალიც, რომელიც მარცხენა მცველია, მაგრამ მასაც შეუძლია ითამაშოს ცენტრში. გვარდიოლამ მეორე გუნდიდან მცველი გამოიძახა მხოლოდ ბარტრა, რაც იმის მიმასწავლებელია, რომ ერთ–ერთ მათგანს სწორედ “ბარსელონას” 32–ე ნომერი შეცვლის.

ვარიანტი ორია, მილიტო სათამაშო პრაქტიკის უქონლობას განიცდის ამიტომაც შესაძლოა, ცენტრი ხვალ ბარტრა – აბიდალმა დაიკავოს, ანდაც გვარდიოლა ენდოს არგენტინელ ლეგიონერს, აბიდალი თავის ადგილზე დააბრუნოს და ცენტრში მილიტო – ბარტრა დააწყვილოს.

ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებებია, გადაწყვეტილებას კი გვარდიოლა მიიღებს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, გვარდიოლა ტყუილად ბარტრას პირველ გუნდთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში არ ავარჯიშებდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში