მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესისთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად “ბარსამ”, შესაძლოა ვარსკვლავი გაყიდოს

მესისთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად “ბარსამ”, შესაძლოა ვარსკვლავი გაყიდოს

El Confidencial-მა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არის ლიონელ მესი კატალონიის “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმებასთან საკმაოდ შორს.

“ბარსელონას” ერთ-ერთმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ რამდენიმე დღის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “მესისთან კონტრაქტის გაფორმების გასაღები ცივი გონება უნდა იყოს.” ესპანელმა ჟურნალისტებმა ამ განცხადებაზე დაყრდნობით გამოიტანეს დასკვნა, რომ “ბლაუგრანას” არ შეუძლია ან არ სურს შესთავაზოს ლეოს კოლოსალურად დიდი თანხა ანაზღაურების სახით.

კატალონიელებისთვის მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება პრიორიტეტული საკითხია. ლეოს მიმართ ნათქვამი შეუსაბამო სიტყვების გამო, კლუბის ხელმძღვანელობამ პერე გრატაკოსი დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა.

განიხილება ერთ-ერთი ვარსკვლავის გაყიდვის ვარიანტი, რის წყალობით გამომუშავებული თანხით, კლუბი ფეხბურთელთა ანაზღაურების პრობლემას მოაგვარებს. მოსალოდნელია, რომ გუნდს ივან რაკიტიჩი ან არდა თურანი დატოვებს. თურქი ნახევარმცველი შესანიშნავ სეზონს ატარებს, რის გამოც მისი დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდვაა შესაძლებელი.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურანმა ჩინურ კლუბთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა. რაც შეეხება რაკიტიჩს, ხორვატი ფეხბურთელი არადამაკმაყოფილებელ ფორმაშია და დროთა განმავლობაში, მისი სათამაშო პრაქტიკა უფრო და უფრო მცირდება. ივანისადმი სერიოზულ ინტერესს “მანჩესტერ სიტი” იჩენს.

“ბარსელონას” თითოეული მათგანის გაყიდვა 50 მილიონზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ არ სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში