გუშინ ღამით, ესპანეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა და ამ ტურნირის 1/4-ფინალში “ბარსელონას” ყველა პოტენციური მეტოქე გამოვლინდა. წილისყრამ, რომელიც დღეს, თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება, უნდა გამოავლინოს, თუ ვინ შეხვდება “ბარსელონას” 1/4-ფინალში.
ყველაზე სასურველი მეტოქეები “ეიბარი”, “ალავესი” და “ალკორკონი” არიან. საშუალო სირთულის გუნდებს წარმოადგენენ “სელტა” და “სოსიედადი”, “რეალთან” და “ატლეტიკოსთან” შეხვედრა კი, კატალონიელებს არ უნდა გაუხარდეთ.
ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ გაუმართლებს “ბარსას” წილისყრაში.